თინა ბოკუჩავა - საოკუპაციო რეჟიმის წევრები, კრემლის ბინადარნი და პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და „რუსული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად კომისიას, რომელიც ცდილობს ისტორიის რუსულად გადაწერას

საოკუპაციო რეჟიმის წევრები, კრემლის ბინადარნი და პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და „რუსული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად კომისიას, რომელიც ცდილობს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.

ბოკუჩავა გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ“.

„საოკუპაციო რეჟიმის წევრები, ისევე, როგორც კრემლის ბინადარნი და მათი პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და რუსული „ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, იმ კომისიას, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლოესი ისტორიის რუსულად გადაწერას და ომის საქართველოსთვის დაბრალებას. მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს, ჰააგის სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი დამნაშავე და ოკუპანტია. დამტკიცდა საქართველოს, ქართული სარდლობის და ქართული სახელმწიფოს სიმართლე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის