ლევან ხაბეიშვილი - რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ნაციონალური მოძრაობა“ - ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!

რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ "ნაციონალური მოძრაობა” - ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს ყველას, "ამოიღონ ხმა" და დააფიქსირონ პოზიცია.

"რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!

ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!

ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან "მაგრამ"-ებით, "თუ"-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!

მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით - არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ "აქ" .

ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!

ეჭვი მაქვს, რასაც თესავთ, აუცილებლად მოიმკით!

"ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქზე".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის