ბენიამინ ნეთანიაჰუ - მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას ღაზიდან მძევლების გათავისუფლების შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო.

„მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ, „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, ტერიტორია დატოვონ. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ისაუბროს მძევლების გათავისუფლება-ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე.

”ჩვენ მზად ვართ. „ჰამასი“ დაყრის იარაღს. მის ლიდერებს მიეცემათ უფლება წავიდნენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ღაზას სექტორში ზოგად უსაფრთხოებას და შესაძლებელს გავხდით ტრამპის გეგმის, ნებაყოფლობითი იმიგრაციის გეგმის, განხორციელებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა