გიორგი ვაშაძე - დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ - საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა!

დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ - საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, 34 წლის შემდეგ, იგივე ძალები ცდილობენ ძალადობით და რეპრესიებით საქართველოს შეჩერებას.

„34 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა ერთხმად თქვა: დიახ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა!

ეს იყო არჩევანი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ეს იყო გამარჯვება, რომელიც ერთიანობით მოვიპოვეთ!

დღეს, 34 წლის შემდეგ, ისევ იგივე ძალები ცდილობენ ჩვენი არჩევანის რევიზიას.

ისევ უნდათ, რომ საქართველო მარტო დარჩეს, დასუსტდეს, კორუფციაში, სიღარიბეში და ქაოსში ჩაიძიროს.

ისევ ცდილობენ ძალადობით და რეპრესიებით საქართველოს შეჩერებას, მაგრამ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის.

ჩვენი მომავალი უსაფრთხო, ძლიერი, განვითარებული, დაცული და ერთიანი საქართველოა.

საქართველო ამ ბრძოლას ისევ იგებს, რადგან საქართველო ისევ ერთად დგას, რადგან თავისუფლება არასდროს მარცხდება!

დღეს, 31 მარტს, გავიდეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და გამარჯვების რწმენა.

გავაგონოთ ყველას – საქართველო არასდროს დაუბრუნდება წარსულს! ჩვენ წინ მივდივართ, გამარჯვებისკენ!

გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს საქართველოს!",- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა