მედია - ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარის ფონზე, რაკეტები მოამზადა, - ინფორმაციას The Tehran Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ რაკეტებს აშშ-სთან დაკავშირებულ პოზიციებზე თავდასხმის შესაძლებლობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაშვებისთვის მზა რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით მდებარე მიწისქვეშა ობიექტებში, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისთვისაა შექმნილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს. „თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში. მანამდე, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს. ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“. ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია