ლევან მაჭავარიანი - საგამოძიებო კომისიას ვინც უყურებს, უკვე ხედავს რა მჟღავნდება - ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, აიკრძალოს

ჩვენ რაც დაანონსებული გვქონდა, ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას, რადგან ქართველი ხალხი ამას უკვე 12 წელია ელოდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმას, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია აიკრძალოს.

„საგამოძიებო კომისიას ვინც უყურებს უკვე ხედავს რა მჟღავნდება. მაგალითად, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ომთან დაკავშირებით [ვისმენთ] როგორი ქაოსი იყო, როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირ ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი - არც მოქალაქეები გაუფრთხილებიათ არც კოდორის ხეობაში და არც ცხინვალში. მიატოვეს სასიკვდილოდ და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია აიკრძალოს. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, ჩვენ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს უკვე პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გავუგზავნით და ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია