დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან

ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სინდიკატები უნდა ჩამოსცილდნენ, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ“.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იგივე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, ამიტომ, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იგივე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომელთა საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირავება და რევოლუცია. ამიტომ ცხადია, რომ მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დემოკრატიის დაცვას ემსახურება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში