ლევან სანიკიძე - წულუკიანის ქმედებების გამო, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია ითხოვს „ომში დამნაშავე პირების გადაცემას“, ეს  ეროვნული ღალატის ქრონიკაა

სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია ითხოვს, ომში დამნაშავე პირების გადაცემას, ეს კი ეროვნული ღალატის ქრონიკაა, ამის მიზანი კი 2008 წლის ომში რუსეთის გამართლებაა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სამართლებრივი გამართლებაა.

„ამ ე.წ კომისიას სამი მიზანი აქვს: პირველი, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე კრიზისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. მეორე, ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი იარაღი და მესამეა 2008 წლის ომის სამართლებრივი შედეგების რევიზირება.

უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილება რუსეთისთვის უმძიმესი იყო და ჩვენ ვხედავთ, წულუკიანის ქმედებების გამო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაცია რა განცხადებებს ავრცელებს - ითხოვენ ომის დამნაშავე პირების გადაცემას, ეს კი ეროვნული ღალატის ქრონიკაა. ამის მიზანი 2008 წლის ომში რუსეთის გამართლებაა, ამით კი ერთ ნაბიჯში ვიქნებით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე, პოლიტიკოსი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ გეგმებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკურ ოპონენტებს არ კრძალავენ“.

„ეს ემსახურება, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი ჩაახშონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პარტია არის იდეა. ეს არის ძალიან კარგი გამოსაფხიზლებელი საშუალება ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, რომელიც ირიბად საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორც „ქართული ოცნება“ იჩემებს, პოლიტიკურ ოპონენტებს არ კრძალავენ და ბიულეტენიდან არ აქრობენ, ეს დიქტატურის რყევის მაჩვენებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალისხმევა უნდა შევამციროთ. თითოეული დღე „ქართული ოცნების“ მმართველობისა, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისთვის ძალიან მძიმე”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში