კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს 31 მარტია და დაანონსებულია დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების 34-ე წლისთავთან. დილიდან მოყოლებული, მიმდინარე პრესა აჭრელებულია ორი გზავნილით: 1. არ არსებობს ერთობა. 2. ოპოზიციას და საზოგადოებას არ აქვს გეგმა.

გასაგებია, ვისაც აწყობს, ვის ნარატივებსაც ემსახურება და შესაბამისად, ვისი დაკვეთითაც ხდება ამ ორი გზავნილის გავრცელება. რაც შეეხება ერთობას, ანუ პირველ პუნქტს - ასეთი „ერთობა“ უკვე გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს და აღარ გვინდა.

რეალური ერთობა ყალიბდება ერთადერთი გზით - პატიოსანი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, როცა ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული პარტია, საარჩევნო ციკლის შემდეგ, არის ერთიანი ქვეყნის წინსვლის მიზნის გარშემო. ეს ეხება ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მორიგ საარჩევნო ციკლამდე. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრისა და ერის გაერთიანება გადის სამართლიან არჩევნებზე.

მეორე პუნქტია - თითქოს, არ არსებობს გეგმა. როგორ არ არსებობს! სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა - ეს არის უწყვეტი პროტესტი აგერ უკვე 123-ე დღეს! არ იქნება პროტესტი, არ იქნება არჩევნები, უწყვეტი პროტესტის შედეგად კი არჩევნები გარდაუვალია.

დიახ, გეგმა არსებობს და ეს გეგმაა უწყვეტი პროტესტი. 123 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ზუსტად ეს არის გეგმა! დარწმუნებული ვარ, ჩატარდება ახალი და სამართლიანი არჩევნები. დაე, გაიმარჯვოს იმ პარტიამ და ჯგუფმა, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს და ყველა დანარჩენმა მიულოცოს მას!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე