პაატა ბურჭულაძე - ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, უნდათ, გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა - პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ, მდუმარე და ხალხის აქციები დროა, ქმედებაში გადაიზარდოს

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

ბურჭულაძის თქმით, ხალხის აქციები დროა “ქმედებაში გადაიზარდოს”.

“მინდა, ყველას მივულოცო დიდებული დღე. როგორც მისალოცია, ასევე, სამწუხარო დღეა იმით, რომ ჩვენ, 34 წლის შემდეგ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, ისინი უკიდურეს ზომამდე მივიდნენ, უნდათ, რომ გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! გარე მტერი უფრო ადვილი მოსაგერიებელია, ვიდრე შიდა. ახლა ვიცი ვინ არის შიდა მტერი, რას აკეთებს. ძნელია, მაგრამ აუცილებლად მოვიშორებთ მათ.

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ. მდუმარე და ხალხის აქციები დროა გადაიზარდოს ქმედებაში. როგორ ქმედებაში არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს