სტუდენტები თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან სტუდენტების მსვლელობა სახელწოდებით - „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი საქართველოა“ მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „წინაპრების მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას არ დათმობენ“.

მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება, სადაც სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

პარალელურად, რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება