მამუკა მდინარაძე - ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პირობას დებს, რომ „ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები“ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე “ქართულ ოცნებას“ ხელს ვერ ააღებინებს.

მდინარაძის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია და მისი გუნდი ამაყობს, რომ მტკიცე უარი თქვა „გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე და სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე“.

„დღეს 34 წელი შესრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი!

სწორედ აღნიშნული თარიღი გახდა ჩვენი ერის მრავალწლიანი ოცნების ასრულების გზაზე პირველი ნაბიჯი - ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ თავად, ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე აეშენებინა, შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტი იმ გრძელი და ურთულესი გამოწვევებით სავსე გზის დასაწყისად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აუცილებლად მიიყვანს ძლიერ, ბოლომდე დამოუკიდებელ, გაბრწყინებულ საქართველომდე.

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იდეის გაჩენიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაუღალავად იბრძოდა ეს ადამიანი და ამ ეროვნულ საქმეშიც უმთავრესი წვლილი შეიტანა!

დღევანდელი დღე ქართველების ერთად დგომის, ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! სწორედ ამიტომ, ეს დღე ყველას უნდა გვახსენებდეს, რომ თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა, ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამყარება სჭირდება, რაც საკუთარი სამშობლოს წინაშე თითოეული ქართველის მოვალეობაა.

ამასთანავე, დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია. ვამაყობთ ამით, რომ მტკიცე უარი ვთქვით გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე, სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, იდენტობის, დემოგრაფიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა. პირობას ვაძლევთ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე”, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

მისი თქმით, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი.

დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის