საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა, რომელიც რეფერენდუმის დღეს ეძღვნება.

მათი თქმით, რუსეთის იმპერია კვლავ აგრძელებს ქვეყნის ოკუპაციას. აქციის მონაწილეები, მოითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

“მნიშვნელოვანი თარიღია, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. 1991 წლის 31 მარტს, სამშობლო დავიბრუნეთ და დავაღწიეთ რუსულ ოკუპაცია, თუმცა ეს არ დასრულებულა, მტერი მუდამ ცდილობს ჩვენს დაშინებას, სახელმწიფოებრიობის განადგურებას, რასაც არ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მონიტორი განათავსეს, სადაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას თვალს ადევნებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა