სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება და ინტერესი

კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას - სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს უპირისპირდება „ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება“.

„ბევრი მათგანი, არამხოლოდ ვერ აღიარებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან: „აბა ომი ხომ არ გინდათ?“ დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას, მაგრამ ბარბაცებს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს. მეორე - რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტების, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე - რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე. მთავარ კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ავტორიტარიზმს, როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია. ეს არის არაძალადობრივი რთული, ალბათ გრძელი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ ძალას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს ამ გზიდან, შეგვიყვანოს ძალადობრივ ჭიდილში და ამით დაგვამარცხოს. ამის საშუალებას არ მივცემთ! კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ, ისინი არა, ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას, მეც თქვენთან ერთად. სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს