გია ხუხაშვილი წინააღმდეგობის პლატფორმაზე - ისევ საუბარია პრეზიდენტთან ერთად პარტიების მაგიდაზე, მაგრამ არ ჩანს ბმა მაგიდასა და პროტესტს შორის - ამიტომ ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები, ალბათ, გარკვეული იმედგაცრუება იყო

სხვა რამის მოლოდინი ჰქონდა ხალხს, რომ დღეს მოისმენდნენ პროცესის დაწყებაზე რამეს და ხალხის როლის აღიარებას, ახალი ლიდერების გამოკვეთის პერსპექტივას დაინახავდნენ, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელზეც ზურაბიშვილმა ისაუბრა, აქამდეც გასაკეთებელი იყო, თუმცა უნდა მოხდეს პლატფორმის ხალხთან დაკავშირება და ინტეგრირება.

„წინააღმდეგობის პლატფორმა გასაგებია. ეს პლატფორმა რომ შესაქმნელია, ამაზე ჩვენც გვისაუბრია არაერთხელ. აქამდეც გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკური ელიტის დომინირებით, ხომ? ისევ საუბარია პოლიტიკური პარტიების მაგიდაზე პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ არ ჩანს ბმა მაგიდასა და პროტესტს შორის, ხალხს შორის, რომელიც ოთხ თვეზე მეტია დგას ქუჩაში. შენ შეგიძლია რაღაც მაგიდა შექმნა, მაგრამ თუ არ მოხდა ამის პროტესტში ინტეგრირება, პროტესტმა თუ არ აღიარა პოლიტიკური პარტიები, ეს ყველაფერი დარჩება უბრალოდ, მორიგ მცდელობად პარტიების მხრიდან, რომ რაღაც გააკეთონ. მამოძრავებელი ძალა არის ხალხი. პარტიები თავის თავად ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. იმისათვის, რომ შენ ასეთი მაგიდა შექმნა, როცა პოლიტიკური პროცესის ლიდერობაზე გაქვს პრეტენზიები, პირველ რიგში, ხალხმა უნდა გაღიაროს შენ, როგორც ლიდერი. ასეთი აღიარება პირადად სალომე ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ ნუ დავმალავთ, რომ პარტიებს არ აქვთ ეს აღიარება.

ზუსტად, ამიტომ ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები. ალბათ, გარკვეული იმედგაცრუება იყო ზუსტად იმით, რომ ის საუბრობდა ისევ პარტიების კოორდინაციაზე. მე წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმატი ცოტა სხვანაირად წარმომედგინა. ყველას აქვს ამ პროცესში თავისი როლი და წამყვანი როლი ეკუთვნის ხალხს, იმ უამრავ პროფესიულ თუ სოციალურ ჯგუფს, რომელთა მარშიც ვიხილეთ, ვინც რეალურად უქმნის პრობლემას ხელისუფლებას. როდესაც კეთდება წინააღმდეგობის მაგიდა და ეს ხალხი არ არის წარმოდგენილი იმ ადამიანებით, რომლებსაც ისინი ენდობიან და ვიღაც პარტიები რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ, ეს ბადებს ხალხში სკეპტიციზმს და ალბათ, უკმაყოფილებაც ამით იყო განპირობებული“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო