პაატა ბურჭულაძე - რაც დღეს ჩატარდა, იყო დივერსია, 100-150 ათასი კაცი გამოვედით და სალომე ზურაბიშვილმა ისტორია მოგვიყვა - თუ ხალხი აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და უხელმძღვანელოს ყველაფერს

რაც დღეს ჩატარდა, იყო დივერსია. 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, - ასე ეხმაურება ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე.

პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ 8 აპრილს, საღამოს შეიკრიბონ რუსთაველზე და არ დაიშალონ მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

„დღეს, ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო. როდესაც ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი და მეტი ადამიანი მოვიდა, ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ისევ რაღაც გეგმა, რომელიც როდის იქნება კაცმა არ იცის. აქ არის ხალხი, რომელსაც აღარ აქვს ამის დრო, რომ ამდენი მოითმინოს. ქვეყანა იკარგება, ქვეყანა უკვე სხვა მიმართულებით მიდის. აქ დედები დგანან, რომელთა შვილებიც ციხეში სხედან. ახალი არჩევნებისთვის მზადება - რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა იკარგება. ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები და [მეგაფონით] ვილაპარაკეთ. გამოვედი წინადადებით, რომ ჩვენ ვიკრიბებით ყველანი 8 აპრილს, საღამოს და არ ვიშლებით, სანამ არ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს არჩევნები და რაც მთავარია გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნა.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან არავინ არაფერს არ აკეთებს. ვდგავართ, ველოდებით და უკვე გავიდა ოთხი თვე. ოთხი თვეა ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ ვერ გავიგე. რაც დღეს ჩატარდა, ეს იყო დივერსია 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, თურმე როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

თუ ხალხი აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ვიღაც ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და უხელმძღვანელოს ამას ყველაფერს. თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, არც ვიცი ვისთან ვისაუბრო. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ველაპარაკები ყველას რუსთაველზე“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა