ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ სრულად გვესმის რუსეთის და მხარს ვუჭერთ მას - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ურყევი და ძლიერია, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და სტრატეგიული ურთიერთობამ საერთაშორისო ტურბულენტობის გამოცდას გაუძლო. ის ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა. ჩვენ სრულად გვესმის და მხარს ვუჭერთ რუსეთს, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნა ვან იმ.

მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მისი მიზეზების აღმოფხვრას და თვლის, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი, სავალდებულო და კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები.

„მხარს ვუჭერთ კრიზისის მიზეზების აღმოფხვრას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და საბოლოო ჯამში სამართლიანი, ხანგრძლივი, სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მონაწილე მხარისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ევრაზიაში და მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, - აღნიშნა ვან იმ.

ცნობისთვის, ვან ი გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს