დონალდ ტრამპი, უახლოეს მომავალში, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს შეიძლება იყოს შემდეგ თვეში, შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. ჩვენ მივდივართ კატარში და ასევე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. არაბთა გაერთიანებული საემიროები ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შევჩერდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე და შემდეგ ჩვენ წავალთ სხვა ადგილებში, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, ეს სამია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ბოლოს, როცა საუდის არაბეთს ეწვია, სიაში პირველ ადგილზე დააყენა, რადგან დათანხმდნენ 450 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შეძენაზე.

„მე დავთანხმდი ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ, მაგრამ ისინი დათანხმდნენ, დახარჯონ დაახლოებით ტრილიონი დოლარი ჩვენს ამერიკულ კომპანიებში, რაც ჩემთვის ნიშნავს სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს