საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროექტს, რომელიც უკვე შვიდი წელია ეხმარება მოსწავლეებს ბიზნესის საფუძვლების შესწავლაში. ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, - ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გუგული ყურაშვილმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც თბილისისა და რუსთავის 13 საჯარო და კერძო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა წარმატებული პროექტის ავტორებს. როგორც გუგული ყურაშვილმა განაცხადა, პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის და პროფესორ მერაბ მიქელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, 2017 წელს, შემუშავდა.

„ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. 7 წლის განმავლობაში 450-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და პროექტი იქცა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის დამაკავშირებელ ხიდად, რომელიც ახალ თაობას მომავლის წარმატებისთვის ამზადებს. მოხარულები ვართ, რომ წელს 60-ზე მეტი მოსწავლე შემოგვიერთდა. ახალგაზრდებო, ერთად შევისწავლოთ ბიზნესის სამყარო, განვავითაროთ კრეატიული იდეები და შევქმნათ მტკიცე საფუძველი წარმატებისთვის!“, - განაცხადა დეკანმა.

სესიის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წაუკითხავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი; სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო...; ლიდერი და ლიდერობა; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი - 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნესეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, - განაცხადა მერაბ მიქელაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის