სოზარ სუბარი - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა, „ჯარისკაცების და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული“.

„დაიწყო მუშაობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ და პირველივე დღეებში ამას ძალიან სერიოზული შფოთვა მოჰყვა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მათ მხარდამჭერებში. დაიწყო ცილისწამებების ძალიან ბინძური კამპანია, ბინძური ჭორების გავრცელება კომისიის მუშაობის, მისი წევრების წინააღმდეგ. გასაგებია, რის გადაფარვასაც ცდილობენ. პირველივე სხდომებიდან ვისმენთ სისხლის გამყინავ ისტორიებს, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, როგორ ხდებოდა საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევები და სახელმწიფოსთან ერთად, ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკას თავშეფარებული ბანკირები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვისმენთ, როგორ სდევნიდნენ ადამიანებს სასტიკად მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულების გამო და როგორ ხდებოდა ადამიანების, მათი ოჯახების, ბიზნესის სრული განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები ხელისუფლებას არ მოსწონდა. თუმცა, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება. ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ჯარისკაცების და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში პირიქით არის“,-განაცხადა სუბარმა.

მისი განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად, სამხედრო პირებმა დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად და გაუაზრებლად. „ორივე გენერალმა, ზაზა გოგავამაც და მამუკა ყურაშვილმაც „აბსოლუტურად გაუმართლებელი“ და „სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი“ უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის ხუთმა წევრმა, 4-მა უმრავლესობიდან „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთმა ვითომ ოპოზიციიდან, გიორგი თარგამაძემ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს, დააბრალეს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადგილობრივი სამართლის დარღვევა, ხოლო ქართულ სახელმწიფოს იმის დაწყება“, - განაცხადა სუბარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო