პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ

ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.

„გასული წელი გამორჩეული იყო მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მონაცემთა სუბიექტის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი დაცვის სათანადო გარანტიებს ითვალისწინებს, ასევე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობისთვის აუცილებელი მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვას. ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო სტანდარტის დანერგვის შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის განვითარება”,- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის წინასიტყვაობაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა გაზრდილია.

„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჯამურად 1662 განცხადება/შეტყობინება მიიღო, მათგან 52% (863) - განცხადება, ხოლო 48% (799) - შეტყობინება. შემოსულ განცხადებათა/შეტყობინებათა 90% (1486) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას, კერძო ორგანიზაციებში, 8% (140) - საჯარო უწყებებში, ხოლო 2% (36) - სამართალდამცავ ორგანოებში.

2024 წელს სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 265 ფაქტზე. მათგან 31% (83) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 69% (182) – არაგეგმურად.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 508 ფაქტი დაადგინა.

გაცემულ იქნა ჯამში 794 დავალება და რეკომენდაცია.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 11 შეტყობინება.

სამსახურის მიერ გაწეული იქნა 16 462 კონსულტაცია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 92 შემთხვევაში გამოიყენა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახური სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს კერძო და საჯარო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

2024 წელს სამსახურმა 6522 დამსწრე პირთან 108 შეხვედრა გამართა, რომელთა ნაწილი როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე-დამუშავებისთვის პასუხისმგებელ/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენდნენ.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის