კახა კალაძე საგამოძიებო კომისიაზე - ბევრი ვიცი, ვინც აღშფოთებულია იმ პასუხებით, თუ რა ხდებოდა რეალურად, ძალიან მძიმე იყო წინა ხელისუფლების მმართველობა, ღალატი ჩაიდინეს

პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილია და მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა - ბევრი ვიცი, ვინც აღშფოთებულია იმ პასუხებით, თუ რა ხდებოდა რეალურად, ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე “ღალატი ჩაიდინა”.

„პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილია და მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება ხედავს და ბევრი ვიცი, ვინც აღშფოთებულია იმ პასუხებით, თუ რა ხდებოდა რეალურად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ღალატი ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე”, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ამ კომისიის რეალური მიზანია - 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს მხარეს დაბრალდეს, რაზეც კალაძე ამბობს, რომ “ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება, ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი”.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება, ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. აი, იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყო ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს, ჩვენი სამშობლო, ხალხი”, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა