კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ამ ცვლილებას პარლამენტის 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონის პროექტი მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. აკრძალვა სოციალურ რეკლამებსაც შეეხება.

უფრო კონკრეტულად, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი იქნება.

ამავე კანონით იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის განთავსებისა).

ასევე აკრძალული იქნება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

კანონის მიზნებისთვის „უცხოურ ძალად“ მიიჩნევა: - უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი - მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

ამასთან, განხილვის პროცესში აღნიშნულ კანონის პროექტს დაემატა მუხლი, რომლის გათვალისწინებით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია