სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს.

შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ეს პროტესტი ვერ დაშალა. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება, არის მუდმივი და ვერავინ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას. პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამით პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიღებული იქნება მკაცრი რეზოლუცია. სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე.

ასევე, ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, ერთ მხრივ, FARA-თ მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები მოინახოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, ხელისუფლება რომ ახალ რეპრესიულ კანონებს იღებს, ეს იმის ნიშანია, ის რამენაირად ძლიერდება, პირიქით, ძლიერდება პროტესტი. უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს. ჩვენ მივდივართ არჩევნების, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ