სალომე ზურაბიშვილი FARA-სა და სხვა კანონებზე - მოინახება გზები, ამისთვის ვმუშაობთ

რადგანაც ხელისუფლება ახალ რეპრესიულ კანონებს იღებს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ ეს იმის ნიშანია, თითქოს ის რამენაირად ძლიერდება. არა! პირიქით, ძლიერდება პროტესტი, უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება და რა მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, FARA-ს მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩაახშოს.

„ცდილობენ, რომ FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშონ, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ რადგანაც ხელისუფლება იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რამენაირად ძლიერდება. არა, პირიქით, ძლიერდება პროტესტი იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე, მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და ვიყოთ შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს შედეგს მივაღწიოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო