ანდრეი სიბიგა - ამერიკული მხარისგან ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი მივიღეთ - კონსულტაციები დაწყებულია

ვადასტურებ, რომ 28 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ამერიკული მხარისგან მიიღო ე.წ. მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ტექსტი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს საკუთარი კანონმდებლობა ამ ტიპის დოკუმენტის შემუშავებისთვის და საჭირო შიდა პროცედურები უკვე დაწყებულია.

მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ ამერიკულ მხარესთან შეთანხმების ტექსტზე კონსულტაციები დაიწყო და პირველი რაუნდი უკვე გაიმართა.

ანდრეი სიბიგას მტკიცებით, უკრაინული მხარე მზად არის ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც შეერთებული შტატების, ასევე უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.

„მიგვაჩნია, რომ შეთანხმების ტექსტი, უნდა ითვალისწინებდეს ძლიერი, მსხვილი ამერიკული ბიზნესის გაძლიერებულ ყოფნას, ასევე წვლილს უკრაინის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. ყოველთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ამერიკული ბიზნესის ყოფნის გაძლიერება. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ ხელმოწერისთვის ორმხრივად მისაღები ტექსტის მისაღწევად”, - აღნიშნა სიბიგამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება