მამუკა ხაზარაძე - ხვალ ალბათ, სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ბრალეულობა - რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა მიტაცებულია, არჩევნები მიტაცებულია და რომ ქვეყანა გადასარჩენია

პროკურორმა ბრალი წამიყენა, ხვალ ალბათ, გვეცოდინება სასამართლოზე, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. რა სასჯელიც არ უნდა იყოს განზრახული, ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა მიტაცებულია, რომ არჩევნები მიტაცებულია, რომ ქვეყანა გადასარჩენია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისია არის ცირკი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს

„პროკურორმა ბრალი წამიყენა, ხვალ ალბათ, გვეცოდინება სასამართლოზე თუ რას მოიცავს ეს ბრალეულობა. რა სასჯელიც არ უნდა იყოს განზრახული ეს ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა მიტაცებულია, რომ არჩევნები მიტაცებულია, რომ ქვეყანა გადასარჩენია. ეს კომისია არის ცირკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენი ქვეყანა სწრაფ გადატვირთვას საჭიროებს. მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ კვლავ ძალაშია.

ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არალეგიტიმურია, კომისია დაკავებულია პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ჩვენი თანამებრძოლების დისკრედიტაციით.

ნებისმიერ სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა ბიძინა ივანიშვილსა და მურუსიძის დაქვემდებარებაშია, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლი, რითაც ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი