„დროა“ - სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა

ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ “დროას“ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, „დროას“ სტრატეგიულ პრობლემად მიაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა.

„პროდასავლური პარტიების შეთანხმებული მუშაობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, პარტია “დროასთვის” ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს.

სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი დღესვე, არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად და ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაციისთვის.

ამ საკითხზე საერთო პოლიტიკური პოზიცია კი უმნიშვნელოვანესია პარტიებს შორის სტრატეგიული ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის”, - აღნიშნულია „დროა - კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა