ეკონომიკის სამინისტრო - ლევან დავითაშვილმა და რობინ დანიგანმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაიანა კოსტა ესწრებოდნენ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სან ფრანცისკოში დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება. როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოეს თვეებში აღნიშნული მისიების ფარგლებში ქართული კომპანიები ამერიკას, ხოლო ამერიკული კომპანიები საქართველოს ეწვევიან. სავაჭრო მისიებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო საქართველოში ხელს აქტიურად შეუწყობენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია