ირაკლი ფავლენიშვილი - არც სალომე ზურაბიშვილს ეხატება გულზე „ნაცები“ და არც ჩვენ გვეხატება - გუშინ დამშვიდობება არ ყოფილა, როდის შევხდებით არ უთქვამს, ზურაბიშვილს კი არ ვებრძვით, უბრალოდ, გვგონია, რომ „ასე ვერ გავფრინდებით“

ვინც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას გაბრაზდა და უსტვენდა, ვინმეს თუ ჰგონია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 31 მარტის აქციაზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ის რომ სალომე ზურაბიშვილის სცენის უკან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი პლაკატებით ადამიანები იდგნენ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა.

მისივე თქმით, არანაირი პარტიული სპეცოპერაცია არ ყოფილა.

„საქმე არანაირ ორკესტრირებულ შეტევასთან არ გვქონია, პირიქით, ჩვენ შევუერთდით ამ აქციას და მივიღეთ მონაწილეობა. ის, რომ აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. გიორგი გახარია რომ იყოს ციხეში, არ მგონია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მისი მხარდასაჭერი რამე ატრიბუტიკა არ ჰქონოდათ ან ნებისმიერ სხვა პარტიის სხვა ლიდერს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ მეც კრიტიკული ვიყავი ხოლმე და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რაზეც ვსაუბრობთ. რაც შეეხება გუშინ, ის ხალხი, ვისაც მიშას პლაკატები ეჭირათ, ისინი იქ 3 წელია დგანან, ფაქტობრივად, ყოველ საღამოს, 20:00 საათზე, იკრიბებიან და მუდმივად დგანან ამ პლაკატებით პარლამენტთან. ახლა, როცა სცენა იქნა დადგმული, ისე მოხდა, რომ ეს ხალხი აღმოჩნდა სცენის უკან. ეს ხალხი პარტიის არავითარ დავალებას არ ასრულებს. არანაირი პარტიული სპეცოპერაცია არ ყოფილა“,- აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილო დარჩა.

„ვინც სალომე ზურაბიშვილის გამოსავლისას გაბრაზდა და უსტვენდა, ვინმეს თუ ჰგონია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით. მათ შორის, არც სალომე ზურაბიშვილს ეხატება გულზე „ნაცები“ და არც ჩვენ გვეხატება გულზე, ამიტომ შეიძლება ვიღამ თქვას, რომ გუშინდელი აქციის ჩაშლას შეეცადნენ. ძალიან ბუნებრივი რამ მოხდა. ადამიანებს ეჭირათ მიხეილ სააკაშვილის პლაკატი, რომლებიც ისედაც ყოველ საღამოს უკავიათ“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არის უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილით, ფავლენიშვილი პასუხობს, რომ საქმე არ ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს, არამედ პრობლემა არის ახლა და ისეთ საკითხებზე, სადაც მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ფავლენიშვილის თქმით, პარტია უკმაყოფილო არის იმით, რომ მეხუთე პრეზიდენტმა პარტიების გაუქმებაზე არაფერი თქვა. ამასთან, იმაზეც, რომ ზურაბიშვილს მომავალ აქციაზე არაფერი უთქვამს.

ამასთან, ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა გამოსულიყო სიტყვით.

„საზოგადოებაშიც დაგროვდა უკმაყოფილება, მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და წევრები არ არიან უკმაყოფილოები. სალომე ზურაბიშვილის ყოფილ განცხადებებზე და წარსულზე კი არ არის მარტო საქმე, დღევანდელობაზეა საქმე. წარსული უკან იმიტომ გადავდეთ, რომ ეს ქალბატონი დღეს ყოფილიყო გამოსადეგი. რაშია პრობლემა: თვეში ერთხელ ზვიად გამსახურდია, რომ გამოსულიყო პროტესტანტების წინაშე და პოლიტიკური ანალიტიკით დაკავებულიყო, თუნდაც უახლოეს აქციების ჩანიშვნაზე არაფერი ეთქვა, მათ შორის, როცა პარტიებს აუქმებენ და რუსიფიკაცია ხდება, საერთოდ კრინტი არ დაეძრა და უფრო მეტად ესაუბრა დამკვირვებლების მობილიზებაზე, ეს ხალხს უჩენს განცდას რომ რეალობას არის აცდენილი კონკრეტული სიტყვები, მათ შორის, ასეთ აქციაზე მარტო ერთი ადამიანი რატომ უნდა გამოდიოდეს? რატომ არ უნდა გამოდიოდნენ პოლიტპატიმრების მშობლები, სხვა პარტიების წარმომადგენლები”, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ვინ იყო ორგანიზატორი, ფავლენიშვილი ასე პასუხობს: „სალომე ზურაბიშვილი, ის არჩევს დღის წესრიგს“.

„ჩვენ ვართ ამ საკითხებით უკმაყოფილოები. აქციის მონაწილეების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო და იძახდნენ, რომ ერთ წრეზე ტრიალს როდის მოვრჩებით. მართლა ერთ წრეზე ტრიალი გამოდის, რაც უფრო მძიმდება სიტუაცია, შენ არაფერს ცვლი.

დამშვიდობება არ ყოფილა ისეთი, როდის შევხდებითო არ უთქვამს. ჩვენ სალომე ზურაბიშვილს კი არ ვებრძვით, უბრალოდ გვგონია, რომ ასე ვერ გავფრინდებით“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ