GCCA - მომხმარებლის განცხადებების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 40%-ით აღემატება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 40 საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს - 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, საბოლოოდ - 13 573 ლარის ოდენობით.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 318 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 943 შეადგინა.

შემოსული განცხადებების რაოდენობა 40%-ით აღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსული განცხადებების რიცხვს.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 40 საქმეზე.

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს - 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, საბოლოოდ - 13 573 ლარის ოდენობით.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 44 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 72% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 28% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.

სამი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 112, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 83, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 63, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 24, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 21.

სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 2 44 07 70“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია