დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება მათი უცხოელი დავალებების მიმცემებისგანაც - დროდადრო, თითო მაშველ რგოლს გამოუგზავნიან ხოლმე იმისათვის, რომ გულისცემა საერთოდ არ გაუჩერდეთ

რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა დღითიდღე მცირდება მათი უცხოელი დავალებების მიმცემებისგანაც - დროდადრო, თითო მაშველ რგოლს გამოუგზავნიან ხოლმე იმისათვის, რომ გულისცემა საერთოდ არ გაუჩერდეთ - ოპოზიციას იდეა არ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია და მათი სიტუაცია უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის.

„ორი დღის წინ ჩატარებული ე.წ. აქციაც იმის დასტური იყო, რომ აბსოლუტურად ზღვარს ქვემოთ არის დაშვებული ამ დიდწილად, დანაშაულებრივი სინდიკატის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ასევე, იდეა არ გააჩნიათ. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, ძირითადად, აგენტებით დაკომპლექტებული, რომელთაც არანაირი გეგმა და იდეა არ გააჩნია საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მათი გეგმა არის კოორდინაცია. აქტიური აგენტი პასიური აგენტის, სააკაშვილის დიდი პლაკატების ფონზე საუბრობდა ე.წ. აქციაზე საზოგადოების მცირე რაოდენობის სტვენისა და ნეგატიური შეძახილების ფონზე. ერთი რამ შეგვიძლია ცხადად ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური დაჯგუფებები დღეს არიან აბსოლუტურად განულებულები როგორც მხარდაჭერის კუთხით საზოგადოების მხრიდან, ასევე დღითიდღე მცირდება უცხოელებისგან, დავალებების მიმცემებისგანაც მათი მხარდაჭერა. პერიოდულად, დროდადრო, თითო მაშველ რგოლს გამოუგზავნიან იმისათვის, რომ გულისცემა საერთოდ არ გაუჩერდეთ, იქნება ეს „მეგობარი“ თუ „ანტიმეგობარი აქტი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე