ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას მეთიუ უიტეკერი დაიკავებს

სენატმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეთიუ უიტეკერი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა მეთიუ უიტეკერის კანდიდატურა 52 ხმით 45-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

უიტეკერმა სენატში მისი კანდიდატურის დასამტკიცებელ მოსმენაზე განაცხადა, რომ ნატო-ს მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულება მტკიცეა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტეკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა