მამუკა მდინარაძე - „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ქაოსია - დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია - დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ, „თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ქვეყანას ომში ჩართავდნენ“, თუმცა ვერცერთი ვერ შეასრულეს.

„კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია იმიტომ, რომ მათ საკუთარი დავალების მიმცემების, დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე მათზე დაკისრებული და აღებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ისინი იმ ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ ქვეყანაში შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას ომში ჩართავდნენ. ვერცერთი ვერ შეასრულეს, პატრონებიდან განაწყენებაა, შიგნით ქაოსია. ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება და დამუნათება სწორედ ამის ბრალია“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს