მამუკა მდინარაძე - მიზანმიმართულია, რომ ხოშტარიას საქმის კადრების გაცნობით დღემდე არავინ დაინტერესებულა - უბრალოდ, არ უნდათ სიმართლეს ჩახედონ თვალებში და არც კადრებში

მიზანმიმართულია, რომ [ხოშტარიას საქმის] კადრების გაცნობით დღემდე არავინ დაინტერესებულა - უბრალოდ, არ უნდათ სიმართლეს ჩახედონ თვალებში და არც კადრებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ის დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ხოშტარიას „საშინელი წამების კადრებს“ გაეცნონ.

„ვინც არ დარწმუნდა, რომ ხოშტარია და მისი პატრონები, თანამზრახველები იტყუებოდნენ, დღეს უკვე ყველა არაობიექტურია. ვიღაცას თუ შეიძლება ეჭვი შეპარვოდა, რომ მართლა ვიღაცამ რაღაცა უქნა ამ ადამიანს, მაგრამ დღეს ეს უკვე ეჭვიც არავის უნდა ეპარებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მისმა ადვოკატმაც კი არ ისურვა უწყვეტი კადრების გაცნობა.

ხომ ამბობენ რომ სასტიკად ნაწამებია?! ჯერ რა ეტყობა ნაწამების, მაგრამ შეტყობაზე ხომ არ არის?! მივიდეს ნებისმიერი პირი (ამას სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტრო) და ამ "საშინელი წამების კადრებს" გაეცნოს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყვეტ კადრად არის მისი გადაადგილება, მოქმედება [ჩაწერილი]“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 29 მარტს, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ის დიღმის მთავარ სამმართველოში სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს, მანამდე კი მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხოშტარიას მიმართ „კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები“. უწყების განცხადებით, იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე