თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ზერეკიძის მოსმენაზე - ნეტავ, „ვივამედში“ მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? - იქნებ ჩართოს და მოგისმინოთ

ნეტავ „ვივამედში“ მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა პატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ მის მიმართ ციხეში განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. გიორგი ზერეკიძის განმარტებით, ასე სამაგალითოდ დასჯა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად სჭირდებოდა.

„იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არის 2006 წელი და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ყველა სფეროში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა სამაგალითოდ დასაჯა. მე არ ვიქნებოდი და სხვა ვინმე იქნებოდა. ჩემი ამბავიც სამაგალითოდ უნდოდათ. სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს, შენ გამოხვალ ზერეკიძეო“,-განაცხადა ზერეკიძემ.

მისი განცხადების შემდეგ, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილი „მუმიას“ შეადარა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ყოფილი პატიმრების მძიმე ისტორიებს თავად სააკაშვილი ისმენდეს.

„ნეტავ „ვივამედში“ მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა. ვალდებულება მაქვს, რომ არ უნდა ავღელდე, ამ თანამდებობაზე რომ დამნიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაქვს უფლება, ასე მივმართო მას, თუ არადა, იქნებ ჩართოს და მოგისმინოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა