თეა წულუკიანი - სხდომებზე მოსმენილი ადასტურებს, რომ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული - სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია

ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს „შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა“.

„იმ მონათხრობიდან, რასაც ახლა ვისმენთ, რაც მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, ვისაც მომავალში მოვუსმენთ ამ კომისიის ფარგლებში, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია და ეს მან უნდა იცოდეს. ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა. რაც შეეხება მომავალ თაობას, მრჩევლად, რა თქმა უნდა, არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობამ, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ. დასამალი არაფერია. ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს“,- აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი [ჰყავდეს] ხელისუფლებაში“.

„მომავალმა თაობამ, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრიც, ზოგი კერძო სექტორში ისახელებს თავს და ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი [ჰყავდეს] ხელისუფლებაში და ამასთან, მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ა.შ. თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით იმიტომ, რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ, მთელ გვარს ცხებს ჩირქს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა