ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის

იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის.

პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლიეტუვა მოკლევადიან სტიპენდიებს შემდეგი ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს: სომხეთის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კანადის, ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი), ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იაპონიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ვიეტნამისა და ლიეტუვის უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.

ამასთან, ვებ-გვერდზე ინფორმაცია დევს, რომ ლიეტუვაში სრულ სამაგისტრო პროგრამებზე ქართველ სტუდენტებს განაცხადის გაკეთება კვლავ შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, 2024-2025 წლის პროგრამების ჩამონათვალში საქართველო შედიოდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა