ბადრი ჯაფარიძე - წულუკიანი და მისი ამფსონები აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას, ეს მათი სტილია - ჩვენ მშვიდად ვუპასუხებთ

საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, პროკურორებს კითხვები პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ჩვენ გვქონდა პროკურორებთან შეხვედრა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. მათ დამისვეს კითხვები, რაზეც გავეცი პასუხი. ასევე, გვქონდა საუბარი ჩემ [ფეისბუქ] პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც გამოხატული მაქვს პოზიცია ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიმართ. სასამართლო დარბაზშიც ვთქვი, რომ ეს არის ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება, ეს პოზიცია არ დამიმალავს. ცხადია, ეს პოზიცია გამოხატულია ჩემივე პოსტში, რომელიც საჯაროდ გავავრცელე.

პროკურორებს აინტერესებდათ პროცედურული საკითხები: როდის გავიგე დაბარების შესახებ, რა პირობებში გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება.

ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ჩემ მიმართ საჯაროდ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება გაუვრცელებია. წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენ მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა, შესაბამისად, მე ამ კამპანიაში მონაწილეობას არ ვაპირებ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას, ჯაფარიძე პასუხობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, მას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

მისივე თქმით, კომისიის მიზანი არ არის სიმართლის დადგენა, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“.

„ვერ გეტყვით. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია, ამ ვითარებაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. იმდენ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს ეს სისტემა, რომ მოლოდინი აქ ყოველთვის შესაფერისი იქნება, რაც შეეხება ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც წულუკიანი და მისი ამფსონები აწარმოებენ, ცხადია ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“, სიბინძურის გავრცელება, ცხადია, რომ ეს ამათი სტილია. ჩვენ ამას მშვიდად ვუპასუხებთ და იმით, რომ არ ვაპირებთ ვცნოთ პარლამენტის ლეგიტიმურობა ან ხელი შევუწყოთ ამას. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ხაზი, რომელიც დღემდე გვქონდა.

ამ კომისიის მიზანი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა, მისი ამოცანაა ადამიანების „გაშავება“, პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება, ამის ხელშეწყობა არის დათანხმება ამ ძალადობრივი რეჟიმის მეთოდებზე, ჩვენ ამაზე დათანხმებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია