ლევან მურუსიძე - სახელფასო ბარათი დამებლოკა - დიდ ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ, ვივლი სოფელში ჩემთან, სორში

სახელფასო ბარათი დამებლოკა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში წასვლას არ აპირებს.

„ხომ გითხარით, ეს სახელფასო ბარათი დამებლოკა და ნუ ხელფასს.. ხელფასი დამებლოკა, რა თქმა უნდა. [ როდის დამებლოკა] რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე გითხრათ, მე დიდ ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ.... ვივლი სოფელში ჩემთან, სორში”, - განაცხადა მურუსიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში.

ამასთან, მურუსიძემ თქვა, რომ „მომაკვდინებელი იქნება“ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დაუწესებენ სანქციებს.

„მთავარი მომაკვდინებელი რაც იქნება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დამიწესებენ ფინანსურ სანქციებს, ალბათ, ეს საერთოდ, ამომაგდებს კალაპოტიდან”, - აღნიშნა მურუსიძემ.

საფრანგეთთან დაკავშირებულ კითხვაზე კი მოსამართლემ აღნიშნა: „საფრანგეთს მე პატივს ვცემ, კულტურას, სხვათა შორის. ძალიან მიყვარს ფრანგი მწერლები“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება