ზვიად ძიძიგური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე - ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და პოზიციას დავაფიქსირებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში მისი პარტია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება და პოზიციას დააფიქსირებს.

ძიძიგური მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენონ.

„ადამიანები კატეგორიულები არიან საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით: „არ უნდა მივიდეთ“. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ შოუზე, რომელსაც ხელისუფლება დგამს, პოლიტიკური ლიდერები [უნდა] მივიდნენ, ამხილონ, სერიოზული არგუმენტები მიიტანონ. საგამოძიებო სხდომებს ადამიანები უყურებენ.

ჩვენ რომ დაგვიძახონ, მივალთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე ვარ ასეთი პოზიციის, პარტიაში არ არის მთლად ასეთი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია, უნდა გამოიყენო თუ პოლიტიკოსი ხარ.

მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საბჭოთა სასამართლოში როგორ უჩიოდნენ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას იქ მოთავსებული არაობიექტური სტატიის გამო. მათ იცოდნენ, რომ იმ სასამართლოში არ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ტრიბუნას იყენებდნენ, რადგან პოლიტიკოსები იყვნენ. ვფიქრობ, ვინც პოლიტიკოსია ტრიბუნების გამოყენება უნდა შეეძლოს.

ის ადამიანებიც დასაფასებელია, რომლებიც ძალიან რადიკალურად აფასებენ ამას.

ამასთან, იმასაც ვიტყვი, რომ ამ კომისიამ დიდი საშიშროების წინაშე დააყენა არაღიარების პოლიტიკა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს