ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო აშშ-ის ტარიფებზე - ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად

ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებს და საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, - The Economic Times-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ტარიფები „არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს და სერიოზულად აზიანებს შესაბამისი მხარეების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს”.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება