პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა! - „ტრამპი ჩვენია“ ზღაპარიც გაქრა - ვეღარც ხალხს ატყუებენ და ვეღარც დასავლეთს!

ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ისევ ძველი ტრიუკებით ცდილობს სიტუაციის გადარჩენას.

„საკუთარ გუნდს წირავს, რომ სისტემა გადატვირთოს, მაგრამ ეს აღარ იმუშავებს!

შიდა დაპირისპირება უკვე სახეზეა!

კობახიძე ჩანაცვლდება ლილუაშვილით - ეს დროის საკითხია, რაც კრიზისის ნიშანია და არა კონსოლიდაციის!

ოხანაშვილის გადაყვანა უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ დამზღვევი სვლაა კობახიძის დასამშვიდებლად.

დასავლური სანქციები ივანიშვილის რეჟიმისთვის სასიკვდილო განაჩენია -კორუფციული სქემები ინგრევა, ფულის მოძრაობა ბლოკირებულია, ოლიგარქიული მართვა მწყობრიდან გამოდის! „ტრამპი ჩვენია“ ზღაპარიც გაქრა - ვეღარც ხალხს ატყუებენ და ვეღარც დასავლეთს! რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება - დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს! ივანიშვილისთვის ჩიხიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა! ჩვენი ბრძოლა ამართლებს - ახლა უკან დახევის დრო არ არის!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს