კახა კალაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! - კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია

ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! - კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია - ამით სურვილი აქვთ, როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო თვეების და წლების განმავლობაში“.

„ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რა განცხადებებსაც აკეთებენ ხოლმე. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა მოლოდინი გვაქვს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! საერთოდ, სიყალბეა ეს ყველაფერი. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს - მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მბრძანებლური ტონი. კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთ ქვეყნები როგორიც საქართველოა, უკრაინაა, თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება, სამწუხაროდ, მაგრამ როცა საქმე ეხება სამშობლოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია