კირილ დმიტრიევი - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია - დაახლოების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსეთი და აშშ საერთო ენას იპოვიან

რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

კირილ დმიტრიევის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.

„დღეს, კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენას დაძაბულობის შენარჩუნებით დაინტერესებული უამრავი ძალა ეწინააღმდეგება. ეს ძალები რუსეთის პოზიციას მიზანმიმართულად ამახინჯებენ, დიალოგისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის ჩაშლას ცდილობენ და ამისთვის რესურსებს არ იშურებენ. დაახლოების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსეთი და აშშ საერთო ენას იპოვიან, ერთმანეთს უკეთ გაუგებენ და თანამშრომლობას დაიწყებენ, როგორც საერთაშორისო საქმეებში, ასევე ეკონომიკაში“, - წერს დმიტრიევი.

მისივე თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სრულიად განადგურდა.

„დიალოგის აღდგენა რთული და ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ ყოველი შეხვედრა წინსვლის საშუალებას გვაძლევს. რუსეთის პოზიციის რეალური გაგება თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის საინვესტიციო და ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა