თეა წულუკიანი - ველოდებით გივი თარგამაძის გამოხმაურებას, მოვა თუ არა კომისიის სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნას კენჭს ვუყრით

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პოლიტიკოს გივი თარგამაძისგან ელოდება გამოხმაურებას მივა, თუ არა 8 აპრილს საგამოძიებო კომისიაზე კითხვებზე საპასუხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე კენჭს უყრიან, - აღნიშნულის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პარასკევს პარლამენტში პლენარული სესია გაიმართება, რა დროსაც პარალელურად კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება, შემდეგ მოდის შაბათი-კვირა და ხარების დღესასწაული, შესაბამისად, ამ დღეებში საგამოძიებო კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება.

ამიტომ, თეა წულუკიანის განმარტებით, დაელოდებიან გივი თარგამაძეს და სხდომა 8 აპრილს განახლდება.

„გთავაზობთ, რომ დაველოდოთ ბატონი გივი თარგამაძის გამოხმაურებას. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, შეიძლება ადამიანი ავად გახდეს, იყოს რაიმე ობიექტური მიზეზი და ა.შ. თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა, ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და ვუყრით კენჭს მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დოკუმენტი გაავრცელა რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიის საპასუხოდ, გივი თარგამაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ აპირებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის