ვიქტორ ორბანი - უნგრეთმა მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, რადგან ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა

უნგრეთმა გადაწყვიტა დატოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რადგან თვლის, რომ ის ბოლო წლებში პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა, ბოლო წლებში ის არის არა კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო, არამედ პოლიტიკური სასამართლო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა იმ გადაწყვეტილებაში, რაც სასამართლომ ისრაელთან დაკავშირებით მიიღო.

„მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც, ფაქტობრივად, ხელი მოვაწერე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენი მიერთების დოკუმენტს 2000 წელს და მე ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს სასამართლოდან გასვლის შესახებ, რადგან უნგრეთმა და უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავტოვებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მიზეზი ის არის, რომ დარწმუნებული ვართ, ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა. ბოლო წლებში ის არის არა კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო, არამედ პოლიტიკური სასამართლო. ეს ყველაზე ნათლად ისრაელთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებებმა აჩვენა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს