საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნის, დოქტორ ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია - „შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობა“, გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო

ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე გიორგაძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და მოწვეული პირები.

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართა. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართულ თვითმყოფადობას“ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ახალგაზრდებისათვის ჩვენი მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გააზრებაში. ასეთი ლექციების საშუალებით, სტუდენტები იღებენ უნიკალურ ცოდნას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების შესახებ, რაც აძლიერებს მათ ეროვნულ თვითშეგნებას. დოქტორ ნანა ბურჭულაძის ლექცია შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობის შესახებ უნიკალური შესაძლებლობა იყო, უკეთ გაგვეაზრებინა ჩვენი ხელოვნებისა და სულიერი ტრადიციების სიღრმე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც აღმოუჩინოს მხარდაჭერა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც, აკადემიური დიალოგის ფორმატში, ახალგაზრდა თაობაში გააღრმავებს როგორც კულტურულ ცნობიერებას, ასევე, ხელს შეუწყობს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების გააზრებას, რომელთაც ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს“, - აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების ქართული კულტურის, ხატწერისა და ოქრომქანდაკებლობის შესახებ დამატებითი ცნობები მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის