პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გენდერული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გენდერული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გენდერული საბჭოს გაუქმება არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მეტად გაუარესდეს და მათი ხმა საზოგადოებრივ სივრცეში კიდევ უფრო შესუსტდეს.

მათივე განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ საპარლამენტო სიებისთვის გენდერული კვოტების გაუქმება პირდაპირი დარტყმა იყო ქალების პოლიტიკური როლის გაზრდასა და მათ ჩართულობაზე წარმომადგენლობით ორგანოში.

„ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გააუქმა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ოცნების“ დამოკიდებულებას გენდერული თანასწორობისადმი. ეს საბჭო უნდა ყოფილიყო ქმედითი კოორდინაციის პლატფორმა, რომელიც გენდერული პოლიტიკის განვითარებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე იმუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საბჭო პრაქტიკულად მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, მისი გაუქმება (გააქტიურების ნაცვლად) ცხადყოფს, რომ „ოცნებისთვის“ გენდერული თანასწორობის საკითხები სრულად მოხსნილია დღის წესრიგიდან.

გენდერული საბჭოს გაუქმება არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ოცნებამ“ ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი მექანიზმები მოსპო. წინა მოწვევის პარლამენტში მმართველმა პარტიამ გააუქმა გენდერული კვოტები საპარლამენტო სიებისთვის, რაც პირდაპირი დარტყმა იყო ქალების პოლიტიკურ როლის გაზრდასა და მათ ჩართულობაზე წარმომადგენლობით ორგანოში.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურია დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ, როცა ბოლო წლებში ფემიციდის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა, ხოლო ქალთა პოლიტიკური როლი კვლავ მინიმუმამდეა დაყვანილი. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალების დაცვას, ვერ სთავაზობს მათ კანონის ეფექტიან აღსრულებას და ნაბიჯ-ნაბიჯ აუქმებს იმ პროგრესს, რასაც „ოცნების“ მმართველობის დროს, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ.

გენდერული საბჭოს გაუქმება არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ოცნება“ ცდილობს საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მეტად გაუარესდეს და მათი ხმა საზოგადოებრივ სივრცეში კიდევ უფრო შესუსტდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა