ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული FARA-ს ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ, თუ ადრესატი ორზე მეტი პირია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ.

ქურდოვანიძემ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა.

“აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით:

“საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს".

ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება, მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად უნდა გაეგზავნოს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება